logo
ENG



ხაზარაძე ოცნების გეგმაზე: კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როცა რამის მიჩუმათება სჭირდებოდათ

01 ივლ 202221:07
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე ოცნების გეგმაზე: კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როცა რამის მიჩუმათება სჭირდებოდათ
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ".

"ვისაც დღეს კობახიძის “გეგმის და დაპირების” სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა, პროპორციული არჩევნები ასე ჩააგდეს , შარლ მიშელის შეთანხმება ასე გადახიეს, სხვას აღარ გაგახსენებთ… კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ. მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი, თუ საქართველოს ევროპული მომავალი გვინდა", - წერს ხაზარაძე.

დღეს ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა გააჟღერა. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა "გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.


close დახურვა