აქცია პარლამენტთან კვალავ გრძელდება. ცოტა ხნის წინ შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან მოხდა დაპირპისრება, რა დროსაც სამართალდამცველებმა აქციის ორანიზატორებს ბოქლომირების საშუალება არ მისცეს. "
"სამართალდამცველები, კანონს ამოფარებულნი, ყველას ეუბნებიან რომ თითქოს კანონს ვარღვევთ, რაც არასწორია. მათ აქვთ დავალება ივანიშვილის მხრინდან მსგავსი ქმედებები ჩაიდინონ. ჩვენ გვსურს მხოლოდ ერთი - მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ ხელისუფლება. ხალხი გაღარიბდა ამასობაში. ეს არაფორმალური, მახინჯი მმართველი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, ხალხი კი საქართველოდან გარბის; ყველაფერი გაძვირებულია. ის რაც 2012 წელს ღირდა 5 ლარი, ახლა ღირს 25 ლარი",-აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.