მილიონების ხარჯვა საჭიროების გარეშე - ქართული ოცნება საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას არამიზნობრივად ისევ განაგრძობს. ფორმულას მიერ საკითხის გაშუქებისა და საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ ტენდერი ერთხელ უკვე ჩაიშალა, 8 მილიონად მაშინ ოცნებამ ერთჯერადი ხელთათმანების შეძენა გადაიფიქრა. მაგრამ თვეების შემდეგ, მორიგი მცდელობა აქვს. ამჯერად 4 მილიონის ხელთათმანებს ხელისუფლება ყიდულობს მათ შორის ისეთი ორგანიზაციებისთვის, სადაც აღიარებენ, რომ მსგავსი პროდუქცია არაფერში სჭირდებათ.