logo
ENG



ხანგოშვილის ძმა: დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ თავშესაფარი მანამდე არ მისცეს

21 ნოე 201913:11
3 წუთის საკითხავი
 
barijdvqpzkd517.jpg

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. მეტი დეტალების დასადგენად "ფორმულა" გერმანიაში მოკლულის ძმას, ზურა ხანგოშვილს დაუკავშირდა.

"თავშესაფარი მისცეს, ამ ეტაპზე მხოლოდ მაგის თქმა შემიძლია. 2016 წლიდან ელოდებოდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ეტყობა მიხვდნენ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ აქამდეც არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა", - განაცხადა ზურა ხანგოშვილმა ჩვენთან საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მიმდინარე წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდა. ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა. თავდაპირველად ხანგოშვილის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცეს და გერმანიაში დარჩენის უფლება ნოემბრის ბოლომდე დართეს.

 

 


close დახურვა