logo
ENG



ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

29 აპრ 202215:01
3 წუთის საკითხავი
 
ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს"- აცხადებენ სააგენტოში.

 


close დახურვა