logo
ENG



ხანძარი მარტვილის ტყეში

19 ნოე 201916:40
3 წუთის საკითხავი
 
r5wl4i4xbrwgsnl.jpg

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყე იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

"რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. მიმდინარეობს დაკვალიანმებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


close დახურვა