logo
ENG



ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში - ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული

19 ნოე 201911:26
3 წუთის საკითხავი
 
7unedrkxr31bbq9.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ ხანძარის უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლი 11 000 ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული, - ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, კვამლი გაგრის, გულირიფშის და სოხუმის რაიონებში შეინიშნება. ხანძრის ქრობის პროცესში რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 1 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავია ჩართული. ხანძრის ჩასაქრობან 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენეს, თუმცა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. 

აღსანიშნავია, რომ რუსული ვერტმფრენები ცეცხლის ქრობის პროცესში დაგვიანებით ჩაერთვნენ. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთი მანამდე 5 დღის განმავლობაში მიმართავდა რუსეთს, ვერტმფრენის გამოყოფის თხოვნით.  

 

 

 

 


close დახურვა