logo
ENG



ხანძარი ქავთარაძეზე - არის მსხვერპლი

07 თებ 202009:30
3 წუთის საკითხავი
clock 1674

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის დროს ერთი ქალი დაიღუპა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

"შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია 7 მოქალაქე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა