logo
ENG



ხარკივზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

06 აპრ 202416:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/eudfou6dal3szeq.jpg

ხარკივზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში ხარკივზე გუშინ ღამით მიიტანეს. შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. 

უკრაინული მედიის ცნობით, მტრის სამიზნე მაღალსართულიანი შენობები, საბავშვო ბაღები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ამასთან, დაზიანდა ბენზინგასამართი სადგური, ელექტროგადამცემი ხაზები, მაღაზია და მანქანები.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა