logo
ENG



ხარკივის ოლქის OVA-ს ხელმძღვანელი: რეგიონის ტერიტორიის 1.8% დროებით ოკუპირებული რჩება

20 ოქტ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/bxmreqy16xqujdb.jpg

ხარკივის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა უკრაინის ამ რეგიონში კონტრშეტევის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების თავდაცვის ხაზის შემცირებას.

სექტემბრიდან მოყოლებული უკრაინის არმიამ ხარკივის რეგიონში 544 დასახლება გაათავისუფლა.

"დღეს რეგიონის ტერიტორიის მხოლოდ 1,8% რჩება დროებით ოკუპაციაში - ეს არის 32 დასახლებული პუნქტი." - განაცხადა სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.

რუსეთის ფედერაციამ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხარკივის ოლქის რამდენიმე დასახლება დროებით დაიკავეს. 6 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კონტრშეტევა დაიწყეს.

14 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლქი თითქმის მთლიანად გათავისუფლებული იყო. უკრაინული მედიის ცნობით, მრავალჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკან დახევის დროს რუსი ოკუპანტები ტერიტორიას ნაღმავდნენ.

6 ოქტომბერს ხარკივის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხარკივის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 


close დახურვა