ხარკივში ოკუპანტებმა ფერიცვალების ტაძარი დაბომბეს. ტაძარს თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
დაზიანებულია ტაძრის ფასადი, ჩამსხვრეულია ფანჯრები - ასევე დაზიანდა საკვირაო სკოლა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.