logo
ENG



ხარკივში რუსული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

08 აგვ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/08/iwdxtovl2wuzn5w.jpg

ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ხარკივში რუსული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ტერეხოვის თქმით, შესაძლოა დაბომბვა განმეორდეს.

"ამ მშვიდ და მჭიდროდ დასახლებულ უბანში ნამდვილად არ არის სამხედრო ინფრასტრუქტურა. ყველას ვთხოვ თავშესაფრებში ყოფნას - შესაძლოა დაბომბვა განმეორდეს.

დადასტურდა ინფორმაცია 1 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ის უბრალოდ სახლიდან გავიდა და მას ცეცხლი გაუხსნეს. თანავუგრძნობ მის ახლობლებს," - თქვა ხარკივის მერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა