უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსული ჯარების მხრიდან სროლის შედეგად 998 საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ამის შესახებ ქალაქი მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს.
"რუსმა სამხედროებმა ამ დროისთვის 1 143 ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს, აქედან 998 საცხოვრებელი სახლია", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ქალაქი სახლებს წყალსა და გათბობას კვლავ აწვდის.
"ძვირფასო ხარკოველებო, ვიცი ემოციურად რამდენად რთულია, ფიზიკურად რამდენად რთულია, როგორიც რთულია გაძლება, მაგრამ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხარკოვმა გაუძლოს და გაიმარჯვოს", - ამბობს ქალაქის მერი.