logo
ENG



ხარკოვის მერის თქმით, დაბომბვის შედეგად მანქანაში დაიწვა ოჯახი 3 ბავშვთან ერთად

28 თებ 202223:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/7lrwz7eip0pg3fr.jpg

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დღეს ქალაქის დაბომბვის დროს ოჯახი მანქანაში ცოცხლად დაიწვა. საუბარია 2 ზრდასრულსა და 3 ბავშვზე.

"დღეს გადავიტანეთ ძალიან მძიმე დღე. ხარკოვში საცხოვრებელი სახლების დაბომბვამ გვაჩვენა, რომ ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, ეს მკვლელობაა, უკრაინელი ხალხის განადგურება. მხოლოდ დღეს დაშავდა 37 ადამიანი, რომელთა შორის 3 ბავშვია. 4 ადამიანი გავიდა თავშესაფრიდან წყლის მოსაგროვებლად და დაიღუპნენ. მანქანაში დაიწვა ოჯახი - 3 ბავშვთან. ჩვენ ერს ერთად უნდა გადავიტანოთ და გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ხარკოვის მერმა.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა