logo
ENG



ხარკოვში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, ათობით დაშავდა

28 თებ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ის რაც ახლა ხარკოვში ხდება უკრაინული ერის გენოციდია.

„ეს არის სამხედრო დანაშაული. უკრაინელი ხალხის გენოციდი. იღუპება ათობით ადამიანი. ეს ხდება დღისით, მაშინ როდესაც ადამიანი გადიან აფთიაქებში და პროდუქტებზე. ეს ცოდვაა. რუსეთი იყენებს მძიმე საარტილერიო იარაღს“ , - ამბობს სიგეგუბოვი.

მისივე თქმით, რუსი აგრესორი ცეცხლს უხსნის საცხოვრებელ სახლებს და მშვიდობიან მოსახლეობას. დაშავებულია ათობით ადამიანი.


close დახურვა