logo
ENG



ხარშილაძე: არანაირი მექანიზმი არ დავიტოვეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები ჩვენივე ტერიტორიაზე

22 ნოე 201914:52
3 წუთის საკითხავი
 
00kko43e1gisz3p.jpg

ვაჟა გაფრინდაშვილის პირადი ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ უსაფრთხოების სპეციალისტები, მათი თქმით ამ ფაქტით სახელმწიფოს უსუსურობა დასტურდება.

„ერთი რამ ფაქტია, რომ ჩვენ იმდენად უსუსური სახელმწიფო ვართ სამწუხაროდ, რომ საკუთარი მოქალაქეების დაკავებებს უნდა ვუყუროთ ტელევიზორში და არანაირი მექანიზმი არ დავიტოვეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები ჩვენივე ტერიტორიაზე. ეს ეხება როგორც სპეცსამსახურებს ისე სპეციალურ ქვე დანაყოფებს, რომლებიც ქვეყანას იდეაში ჰყავს, მაგრამ დღევანდელი აბსოლუტურად შეშინებული და გამოუსედეგარი ხელისუფლება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანი ზის ტყვეობაში და ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ასევე სპეციალისტების განცხადებით ამ ყველაფრის უკან საოკუპაციო რეჟიმი დგას და ეს არის საქართველო-რუსეთის დაპირისპირების შედეგი.

„კითხვის ნიშანი არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ამას ცხინვალის რეჟიმი აკეთებს, ეს არის ჩვეულებრივი საოკუპაციო რეჟიმი სადაც დგას რუსის ჯარი, მიუხედავად იმისა, რომ მხარედ ამ შემთხვევაში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი არის წარმოდგენილი, ამის უკან დგანან რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთის ფედერაცია და ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის საქართველო-რუსეთის დაპირისპირების შედეგი და აქ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მხოლოდ და მხოლოდ თამაშობს, რომ ის არის დამოუკიდებელი და ის ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი როლი და არა რუსეთის, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე,“-განაცხდა უსაფრთხოების სპეციალისტმა.


close დახურვა