ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა. მგზავრებმა სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.