logo
ENG



ხაშურის მერიის ერთ-ერთი ააიპის ხელმძღვანელი ტენდერთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება

19 ოქტ 202216:25
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურის მერიის კულტურის და სპორტის გაერთიანების ააიპის ხელმძღვანელი გია ბოლოკაძე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე ფინანსურ პოლიციაში იმყოფება.

ფორმულას ინფორმაციით, გამოძიების კითხვები ერთ-ერთ ტენდერს ეხება, რომელიც კულტურის ააიპმა ანსამბლის წევრებისთვის ჩოხების შესაკერად გამოაცხადა. ფინანსურ პოლიციაში გამოკითხვაზე ანასამბლის ხელმძღვანელი და მკერავიც იმყოფებიან.

ინფორმაციას ადასტურებენ ხაშურის მერიასა და ფინანსურ პოლიციაში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.


close დახურვა