logo
ENG



ხაშურის ტრაგედია - დროება

06 თებ 202220:47
3 წუთის საკითხავი
 

რთულია, დაგვიწყებოდა შუახნის მამაკაცისა და ხანშიშესული დედის გამყინავი მზერა. -დახმარების მოლოდინში მყოფი და ძალადობა გამოვლილი მურთაზ მაჩხაშვილისა და ვენერა ღონღაძისთვის ბოლო იმედი არა საგამოძიებო უწყება, არამედ მედია აღმოჩნდა. სწორედ ფორმულას  კორესპონდეტს ლადო ბიჭაშვილს უყვებოდნენ ზუსტად სამი თვის წინ დედა-შვილი იმის შესახებ, რომ მეზობელმა მათზე სასტიკად იძალადა. ძალადობა და მუქარა გრძელდებოდა, გომელაურის უწყებამაც იცოდა მოძალადის ვინაობა, თუმცა პოლიცია დაჩი ტაბატაძის მხოლოდ გამოკითხვას დაჯერდა. მაშინ ოჯახი ამტკიცებდა, რომ მოძალადეს ხელი დააფარეს, დაასახელეს მფარველის ვინაობაც, ყოფილი დეპუტატის და ბიზნესმენის, ვალერი გელაშვილის ძმა. გავიდა თვეები, პოლიციამ ობიექტურ გამოძიებას დუმილი არჩია, ამბავი მიიჩქმალა, თუმცა გუშინ ხაშური საზარელმა ტრაგედიამ შეძრა. საკუთარ სახლში მურთაზ მაჩხაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა და თავი მოიკლა. დედას, კი რომელიც პოლიციის განყოფილებიდან, ჩვენების მიცემის შემდეგ ბრუნდებოდა ავტომობილი დაეჯახა და დაიღუპა. დგას თუ არა ამ ყველაფერის უკან სისტემატური ხასიათის მუქარა და ძალადობა. დედა-შვილი მეზობლებმა დაასაფლავეს, ერთადერთი ოჯახის წევრი, ემიგრაციაში მყოფი მურთაზ მაჩხაშვილის შვილი კი დარწმუნებულია, რომ დედა შვილის ბუნდოვანი გარდაცვალების უკან სწორედ სისტემის მიერ მიჩქმალული საქმე და ხელდაფარებული მეზობელია. დაუსჯელობისა და სისტემის სიმახინჯის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგი დროების სიუჟეტში


close დახურვა