logo
ENG



ხაშურში დაჭრილი ქალი თბილისში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

06 მარ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. დაზარალებულს გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია კი ხაშურის საავადმყოფოში ჩაუტარდა.

მედიკოსების შეფასებით, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შეგახსენებთ რომ 24 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.


close დახურვა