logo
ENG



ხდება ბავშვზე ძალადობა, არიან გადაუმზადებელი კადრები - შშმ პირების მშობლები აქციას გამართავენ

23 ივნ 202009:46
3 წუთის საკითხავი
 

შშმ პირების მშობლები განათლების სამინისტროსთან დღეს აქციას გამართავენ. ერთ-ერთი აქტივისტი, თამარ იარაჯული „ფორმულასთან“ ამბობს, რომ , სამინისტროს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია, შშმ ბავშვების პედაგოგებისთვის განვითარების სქემა.

მისი თქმით, მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განათლების მიღება ევალებათ, შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. იარაჯული ამბობს, რომ ბავშვთა უფლებები შესაბამისი გეგმის არარსებობის გამო საჯარო სკოლებში ხშირად ირღვევა. 

„უკვე 4 წელია განათლების სამინისტროს არა ერთი მაღალჩინოსანი მაძლევს პირობას, რომ მასწავლებლის განვითარების სქემა განმტკიცდება. კადრები, რომლებიც დღესდღეობით არსებობენ, 10% არის კვალიფიციური კადრი. წყალობაა, რომ გაგიმართლდეს და შენ შვილს შეხვდეს. დანარჩენ შემთხვევაში ბავშვებზე ძალადობა ხდება. გადაუმზადებელი კადრები მუშაობენ. მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის და მით უფრო ბავშვის უფლება იქნებოდა დაცული. მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას - დროულად მოხდეს ამ დოკუმენტის დამტკიცება“, - განაცხადა იარაჯულმა.


close დახურვა