პროტესტი ქუჩაში და ახალგაზრდების აქტიური წინააღმდეგობა, რომელმაც ქართულ ოცნებას 11-წლიანი მმართველობის ისტორიაში პირველად მოუგო და უკვე მიღებული რუსული კანონი, საკუთარი ხელით ჩააგდებინა, ახლა ოლიგარქის რეჟიმისთვის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეა, რომელიც ნებისმიერი მეთოდით უნდა გაანეიტრალოს. სწორედ ამიტომ, ქუჩაში აქტივისტების დაკავებასთან ერთად, ხელისუფლებამ, რუსული მეთოდებით შურისძიება, იმ უნივერსიტეტების წინააღმდეგ დაიწყო, სადაც სტუდენტები ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას ხმამაღლა აპროტესტებენ. ამჯერად, ოლიგარქის რეჟიმმა მტრად, ილიაუნის სტუდენტები და მათი რექტორი გამოაცხადა. სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანა, ერთდროულად 3 არხიდან, ზუსტად ერთნაირი გზავნილებით ამუშავდა და ნინო დობორჯგინიძეს ყველაზე ბინძური მეთოდებით შეუტიეს.