logo
ENG



ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ მოკლული 63 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

17 ნოე 202209:15
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები და მოკლული 63 უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს.

შს მინისტრის თქმით, დაღუპულთა ცხედრების ექსგუმაცია ახლაც მიმდინარეობს. ის არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

მისი თქმით, ხერსონის ოლქში უკვე აღმოჩენილია 11 შენობა, სადაც რუსებს ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავდა დატყვევებული. ოკუპანტებმა 4 შენობა წამების სივრცედ აქციეს.

"მიმდინარეობს ექსგუმაცია ცხედრების, რომლებსაც იქ აწამებდნენ. ახლა აღმოჩენილია 63 ცხედარი ხერსონის ოლქის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სამძებრო სამუშაოები მხოლოდ ახლა დაიწყო", - თქვა უკრაინის შს მინისტრმა. 


close დახურვა