logo
ENG



ხერსონის ოლქის გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

13 ნოე 202220:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/j7emmgaym52fdzh.jpg

ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იაროსლავ იანუშევიჩი ხერსონის ოლქის გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

"ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე მტრის დაბომბვის მაღალი ალბათობა რჩება. რუსული არმია, როცა გარბის, უიმედობისგან ბრძოლას იწყებს მშვიდობიან მოსახლეობასთან. ეს არაერთხელ გვინახავს ბევრ გათავისუფლებულ დასახლებაში", - თქვა ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

იანუშევიჩის თქმით, მტრებმა გაქცევამდე სერიოზული ზიანი მიაყენეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ელექტროენერგიას, სითბოსა და წყალს უზრუნველყოფს.

"ამიტომ, ჩვენ მკაცრად გირჩევთ უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციას. ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია მზად არის დაგეხმაროთ ამ საკითხში", - განაცხადა იანუშევიჩმა.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა