logo
ENG



ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს სთავაზობენ

03 სექ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/t8q4d9xhd7sv0se.jpg

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ხერსონის რეგიონში კარდაკარ მიდიან კითხვარებით და ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ რუსული პასპორტების აღებას. 

"ქახოვსკის რაიონში, ბოლშაია ლეპეტიხას ქალაქური ტიპის დასახლებაში, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დადიან კარდაკარ და მოსახლეობას სთავაზობენ შეავსონ ფორმები რუსული პასპორტის მისაღებად."- წერს იანუშევიჩი Telegram-ზე.

მისი თქმით, რეგიონში მძიმე მდგომარეობაა, გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა. რუსულმა ჯარებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ნოვოვორონცოვსკაია.

"დაბომბვა მთელი საათის განმავლობაში გრძელდება, ბევრია დანგრეული და დაზიანებული კერძო სახლი და ინფრასტრუქტურა. ხალხი იძულებულია იცხოვროს წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რადგან საომარი მოქმედებების გამო დაზიანებული ქსელების შეკეთება ვერ ხერხდება. სოფელ ნოვოვორონცოვკაში 6 ათასზე მეტი მოსახლედან, დაახლოებით 400 დარჩა." - წერს იანუშევიჩი.


close დახურვა