logo
ENG



ხერსონში ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი აფეთქების შედეგად ჩაინგრა - მედია

11 ნოე 202213:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/eqkonkq01f9j7g6.jpg
Konstantin Ryzhenko

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი, სვეტებს შორის მონაკვეთი აფეთქების შედეგად ჩაინგრა. ხიდის ნგრევის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

Komsomolskaya Pravda-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ კოცი გადაღებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხიდი სავარაუდოდ მაშინ აფეთქდა, როცა რუსები მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადადიოდნენ.

ამ დრომდე უკრაინას ოფიციალურად არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმაზე, თუ რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა.

„ჩემს უკან ანტონოვკის ხიდის ორი ჩანგრეული ბილიკია. ის, სავარაუდოდ, მაშინ აფეთქდა, როცა რუსების ჯგუფი მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე გადადიოდა“ - აცხადებს კოცი.

ანტონოვსკის ხიდის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით გავრცელდა. ეს ამ ტერიტორიაზე მდინარე დნიპროს გადაკვეთის 3-დან ერთ-ერთი გზაა. ზაფხულში ინტენსიური დაბომბვების ფონზე ის ნაწილობრივ დაზიანდა, რამაც რუსეთის ჯარს ოკუპირებულ ხერსონში მომარაგების კუთხით პრობლემები შეუქმნა.

საოკუპაციო ძალების ე.წ ხელისუფლების წარმომადგენელმა სერგეი ელისეევმა განაცხადა, რომ "ანტონოვსკის ხიდი არ აფეთქებულა, ის პირვანდელ მდგომარეობაშია".


close დახურვა