ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის სურვილია, რომ პოლიტიკურ საქმიანობას სრულფასოვნად დაუბრუნდეს.
"მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რაც მისი ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და აქედან გამომდინარე, ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი.თავისთავად, პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ", - თქვა ხერხეულიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.
