ხვალ, 11 აპრილს ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ნეჰამერის სპიკერი ამბობს, რომ კანცლერი რუსეთში "დიალოგის ხელშეწყობის მიზნით" მიდის.
9 აპრილს ავსტრიის კანცლერი უკრაინაში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.