logo
ENG



ხვალ საქართველოს ხავიერ კოლომინა ეწვევა

23 მაი 202309:56
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ხავიერ კოლომინა ხვალ თბილისს ეწვევა - ფორმულას ინფორმაციით, ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და დღის ბოლოს მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის შემდეგ, კოლომინა თბილისს NATO-ს მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებული შეშფოთების ფონზე სტუმრობს. 5 აპრილს კოლომინამ განაცხადა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.

როგორც კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. 


close დახურვა