logo
ENG



ხვალ ფონდი ჩიქოვანი NFT ნახატების პირველ ოფლაინ კერძო აუქციონს გამართავს

13 აპრ 202213:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/n37iv2xqp69b1sx.jpg

ჩიქოვანის ფონდი, ბლოკჩეინის საერთაშორისო დეველოპერ Block Square-თან პარტნიორობით, თბილისში NFT ნახატების გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

მეტაისტორიის მუზეუმის ოფიციალური კოლექციის ნაწილი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრას ეძღვნება.

"ღონისძიების მისიაა, უნიკალური ციფრული ნამუშევრების გაყიდვა და უკრაინის მხარდასაჭერად თანხის მოძიება.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ, NFT საზოგადოებასთან ერთად, ციფრული ომის ქრონიკის პირველი მუზეუმი გახსნა.

მისი მიზანია, კონფლიქტის ქრონოლოგიის დოკუმენტირება. ყოველი NFT არის ახალი ამბავი, რომელიც Twitter-ზე სანდო წყარომ გამოაქვეყნა. მხარტვებმა უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ეს პუბლიკაციები ილუსტრაციებად აქციეს.

მეტაისტორიის მუზეუმის დაარსებიდან პირველად, ბაზარზე 1600 NFT ნახატი 800 000 დოლარად გაიყიდა. მეორადი ბაზრის რაოდენობამ კი 20ETH-ს გადააჭარბა. თბილისის აუქციონებზე მიღებული სრული თანხა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს კრიპტო ანგარიშებზე გადაირიცხება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი ცნობით:

  • 14 აპრილს, ფონდი ჩიქოვანი Block Square Tbilisi-თან თანამშრომლობით, NFT ნახატების პირველ ოფლაინ კერძო აუქციონს გამართავს. სპეციალურად შეიქმნება 2022 წლის 8 მარტით დათარიღებული ტოკენი ტელეკომპანია ფორმულას ტვიტის მიხედვით. ეს NFT იქნება მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, რაც მკვეთრად გაზრდის მის საინვესტიციო მიმზიდველობას.
  • 14 აპრილს, 20:00 საათზე თბილისში, საგამოფენო სივრცე Block Square Tbilisi-ში (ორბელიანის ბაღი, ანტონ ფურცელაძის ქ. 18) დაიშვებიან მხოლოდ მოწვეული სტუმრები. პირველ 64 სტუმარს გადაეცემა უნიკალური NFT სურათის 1/64, რომელსაც ასევე ექნება ღირებული აქტივი კრიპტოვალუტის ბაზარზე. ღონისძიებას წარადგენს გიგი დედალამაზიშვილი (ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტი) და მისი მეუღლე, წარმოშობით უკრაინელი, ფოტოგრაფი მარინა კარპი.
  • 15 აპრილს, 17:30 საათზე, საგამოფენო სივრცე Block Square Tbilisi-ში გაიმართება ქართველი და უკრაინელი მხატვრების ვორქშოპი და ვიდეოკონფერენცია ომის მეტაისტორიული მუზეუმის წარმომადგენელთან. ღონისძიების ენა - ინგლისური.

close დახურვა