logo
ENG



ხვალიდან საქართველოში ვირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები შემოვა

24 მარ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 

ხანგრძლივი მოლოდინისა და პოლიტიკური დისკუსიის ფონზე, ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის დასადგენ სწრაფ ტესტებს ელოდებიან.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, პრიორიტეტი სწორად განსაზღვროს და დიაგნოსტიკა პირველ რიგში ექიმებს, ჯარისკაცებს და პოლიციას ჩაუტაროს, მათ, ვინც ახლა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაინფიცირების ყველაზე დიდი რისკი აქვთ.

ეპიდემიური აფეთქებების რისკის ზონები, სადაც სწრაფ ტესტებს პირველივე დღეს გამოიყენებენ, მთავრობაში უკვე განსაზღვრული აქვთ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პირველად მოსახლეობის მიზნობრივი კვლევა მარნეულში დაიწყება. სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სწრაფი ტესტების გამოყენებას ადამიანები მარტივად ვერ შეძლებენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწრაფი ტესტების მნიშვნელობაზე საუბრობს. პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის სწრაფ ტესტებს პასუხისთვის 10-დან 30 წუთამდე დრო სჭირდება. იმნაძე მარნეულსა და ბოლნისში მასობრივი კვლევების ჩასატარებლად სწრაფ ტესტებს საუკეთესო ვარიანტად განიხილავს.

სწრაფი ტესტების ნაწილი საქართველოში უკვე არსებული ტესტების მარაგებს შეავსებს, ხოლო მეორე ტიპის სწრაფი ტესტები კორონავირუსის დიაგნოსტირებას უმოკლეს დროში მოახდენს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სწრაფი ტესტები 4 ეტაპად ჩამოვა. მეოთხე ეტაპზე კი მათი რაოდენოდა 200 000 იქნება. 


close დახურვა