გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა მიხეილ სააკაშვილის არჩამოსვლაზე ნაციონალური მოძრაობის წევრს დაენიძლაოს.
"ამ ბილეთის აღების მერეც ვაგრძელებ ნაციონალურ მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც დამენიძლავებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, 1 მილიონ ქართულ დოლარზე, გირჩის ვალუტაზე", - ამბობს ხვიჩია რუსთავი 2-თან.
გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატის თქმით, ძალაშია შეთანხმება, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა სასურველ ადგილზე პორშეთი მიაცილებენ.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო 27 სექტემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი დაბრუნებაზე საუბრობს, თუმცა პირველია, როცა ჩამოსვლის თარიღი დააანონსა.