logo
ENG



ხვიჩია: მოგიწოდებთ, სააკაშვილი გადავიყვანოთ მისთვის სანდო კლინიკაში, ოღონდ საზღვარგარეთ

15 ნოე 202115:03
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: მოგიწოდებთ, სააკაშვილი გადავიყვანოთ მისთვის სანდო კლინიკაში, ოღონდ საზღვარგარეთ
ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩის წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, მისთვის სანდო კლინიკაში გადაიყვანონ. ეს ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თქვა.

"მე მოგიწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადავიყვნოთ იმ კლინიკაში, რომელიც მისთვის იქნება სანდო, ოღონდ საზღვარგარეთ, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ტემპერატურა დავწიოთ დაბლა და მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ", - თქვა ხვიჩიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.


close დახურვა