logo
ENG



ხმა აფხაზეთიდან - შაბათის ფორმულა

17 დეკ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 

ქართველები - როგორც ტერორისტული საფრთხე - კრემლის ახალი და სახიფათო კამპანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას და ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციებს დუმილით ხვდება და იმის თქმასაც კი ვერ ბედავს, რომ რუსეთი მტერია. ქართველთმოძულეების ღია ბრძოლისას, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს, უკვე წაართვეს ქართული ენის სწავლის უფლება. თუ ოკუპირებულ გალში, მასწავლებლები გაკვეთილს ქართულად ჩაატარებენ, ისინი სკოლიდან გაირიცხებიან. ქართული სიმბოლიკის გამოყენებისთვის ოკუპირებულ საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები უმკაცრესად დაისჯებიან, ჩაუდებენ წამალს ან იარაღს.  რას აკეთებს ამ დროს ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება, მისი პირველი პირი, რომელიც ოკუპირებულ საქართველოში, არც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, არც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობისას და არც ორჯერ მიცემული პრემიერის პოსტის ქვეშ - არ ჩასულა. უკანონო ჩხრეკა გალის სკოლებში, დევნა და შევიწროება, რუსეთმა ოკუპირებულ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის დახმარებით გალის მოქალაქეები კრემლის ტყვეებად აქცია.


close დახურვა