logo
ENG



ხმაური ნუცუბიძეზე-მოსახლეობა ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებს

04 ივნ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, გერმანული სკოლის ეზოში ხმაურია. ადგილობრივები ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებენ.

ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოების ჩატარების მიზანი მომავალში შენობა-ნაგებობის მშენებლობაა.

თავად გეოლოგები ამბობენ, რომ ადგილზე სკოლის მშენებლობა იგეგმება, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია.

პროტესტისა და დაპირისპირების გამო, სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. გეოლოგების ავტომანქანა ეზოდან გაიყვანეს. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.


close დახურვა