ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსულ ხომალდ მოსკვას, რომელიც ჩაიძირა, 2 უკრაინული რაკეტა - ნეფტუნი ესროლეს.
როგორც მაღალჩინოსანმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ ამ რაკეტებით თავდასხმის შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც, "მოსკვა" ჩაიძირა.
ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია.
რუსეთი თავდაპირველად ხომალდის ჩაძირვას უარჰყოფდა და მხოლოდ ხანძრის გაჩენას ადასტურებდა, თუმცა 14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რომ "მოსკვა" ჩაიძირა. მიუხედავად ამისა, რუსეთის მტკიცებით, "ხომალდ "მოსკვას" დანიშნულების პორტამდე ბუქსირების დროს, გემმა, რომელმაც ხანძრის დროს დაზიანებები მიიღო, დაკარგა სიმყარე და შტორმის დროს ჩაიძირა".