თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მ.კ.-ს პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ბრალდების მოწმეს, მათ შორის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილ მოადგილეს და ტაქსის მძღოლს მოუსმინა, რომლებიც პროკურორის თქმით მ.კ.-ს ბრალეულობას ადასტურებენ.
განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმეები მ.კ.-ს წინააღმდეგ კონკრეტულ ჩვენებას ვერ იძლევიან.