logo
ENG



ხოშტარია: ახლა არის საუბარი, რომ სპეცრაზმის გადასროლა მიდის ზუგდიდისკენ

23 ოქტ 202101:04
3 წუთის საკითხავი
clock 1787

ელენე ხოშტარია ფორმულას ეთერში ზუგდიდში არსებულ ვითარებას აფასებს. 

"ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ჩაუდეს იარაღი ერთერთ ყოფილ ძალოვანს, მოკლედ, მიდის რეპრესიების რაღაც მცდელობა, ახლა არის საუბარი, რომ სპეცრაზმის გადასროლა მიდის ზუგდიდისკენ.

მინდა გავაფრთხილო ქართული ოცნება, რომ ესეთი ისტერიკა ხელისუფლების დაკარგვის გამო ყველაზე ცუდად მეტყველებს მათზე, ეს ხომ რაღაც აგონიური პანიკაა, ბოლო ბოლო რა ხდება, აგებენ არჩევნებს. არჩევნებს, რომელზეც ვეუბნებით, რომ, როცა წააგებ, კი არ უნდა გაქრე და განადგურდე, უბრალოდ სხვა გუნდმა უნდა გააგრძელოს საქმის კეთება, რომ ხალხი ასე ირჩევს, მერე ჩვენ ვიქნებით, სხვა მოვა, ის შეცვლის და ამიტომ ესეთი ისტერიკა მეტყველებს მხოლოდ არაადეკვატურ შიშზე. 

მინდა გავაფრთხილო, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელიც რომელიმე პარტიის მომხრე კი არ არის, რომელიც ხმას მისცემს თუ აქტივისტია თუ ზოგადად იბრძვის ამ ქვეყანაში ცვლილებებისთვის, არცერთი ადამიანი არ იქნება მარტო და აბსოლუტურად ყველას დავიცავთ. არავის არ ეგონოს, რომ იქ რადგან მათ დუბინკები აქვთ და ისე გამოიყურებიან, რომ ვინმეს დავაჩაგვრინებთ, თუ საჭირო იქნება ჩავალთ იქ.

იქ არ ვიცი ზუსტად რას გეგმავენ მაგრამ აქვთ რაღაც ისტერიული გადაადგილებები, სუსი მოძრაობს ზუგდიდის ქალაქში, მობილიზაციაა, ერთადერთი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზუგდიდი ოცნებას აქვს წაგებული" , - ამბობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა  რევაზ ლაზიშვილმა და ჭაბუკა რაფავამ.

 

close დახურვა