„ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს. ხოშტარიას აზრით, ფართომასშტაბიანი პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
„აუცილებლად გამოიღებს შედეგს პროტესტი, რომელიც არის ძალიან პრინციპული, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ახლა თუ დავთმობთ, ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაცვა არ შეგვიძლია და მერე აღარ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ან გვშია ან უსაფრთხოდ არ ვართ ან ა.შ. დღეს გამოწვევა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მე როგორც მინდა, ისე იქნება და თქვენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს, ამიტომ გახდა ეს ძალიან რადიკალური და კრიტიკული მომენტი, ამიტომ ეს პროტესტი, რომელიც სხვადასხვა ფორმით არსებობს, საბოლოო ჯამში მოიტანს შედეგს. წითელი ხაზი გადაიკვეთა ბიძინა ივანიშვილმა, მან მოახდინა პრაქტიკულად ხელისუფლების უზურპაცია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.