logo
ENG



ხოშტარია: გამოსავალი გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოიძებნოს

15 დეკ 202015:18
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: გამოსავალი გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოიძებნოს

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც აფრიკის დასახლებაში იმყოფება, ამბობს, რომ გამოსავალი გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოიძებნოს.

მისი თქმით, რაც ახლა ტერიტორიაზე ხდება, არაადამიანობაა.

"ასეთ ტერიტორიაზე, ამ ჩვენს უბედურ ქვეყანაში უამრავ ადამიანს აქვს აშენებული სახლი, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან მიტოვებულები არიან. თუ რამე გამოსავალია მოსაძებნი, უნდა მოიძებნოს მათ შორის გაჭირვებული ადამიანების ინტერესებით გათვალისწინებით, ეს რაც ხდება, ეს არის ცხოველობა, არაადამიანობა.

თაბორის მთა რომ დაუკანონეს ბიძინა ივანიშვილს, ამაზე პასუხს ვინ აგებს? თუ ბიძინა თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება და გაჭირვებული თუ ხარ, ჯარი უნდა დაასიო ადამიანებს", - განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი.


close დახურვა