logo
ENG



ხოშტარია: ნინოწმინდის პანსიონიც საკმარისია, რომ განგაში ავტეხოთ, არა - ბუშტები ვაქნიოთ

01 ივნ 202110:39
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ნინოწმინდის პანსიონიც საკმარისია, რომ განგაში ავტეხოთ, არა - ბუშტები ვაქნიოთ
ფორმულა/ვახო ქარელი

​1-ლი ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მხოლოდ ესეც საკმარისია განგაშის ასატეხად. 

"მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონის ამბავია საკმარისი, რომ განგაშის ზარი შემოვკრათ და არა ბუშტები ვაქნიოთ დღეს.

გთავაზობთ მონაცემებსაც

გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა:

  • 2017 წელს უკიდურეს სიღარიბეში 50 000 ბავშვი ცხოვრობს.

  • ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 31.6%-ია.

  • ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებებიც კი დაუკმაყოფილებელია.

სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში:

  • 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527 ოჯახამდე გაიზარდა. ხოლო, 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 20.750-დან 25.782 ოჯახამდე. ამავე პერიოდში, იანვარში, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო 152,353 არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს - 186,131 არასრულწლოვანი ბენეფიციარი.

  • განათლების სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები". - წერს ელენე ხოშტარია. 

ნინოწმინდის პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება, ომბუდსმენს არ უშვებენ, თუმცა, შეუშვეს პრორუსული მედია და ორგანიზაციები. 

სახალხო დამცველი წლებია ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.


close დახურვა