logo
ENG



ხოშტარია: პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს დაკავებები და ახლა დაერივნენ აქტივისტებს

02 აპრ 202117:59
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს დაკავებები და ახლა დაერივნენ აქტივისტებს

პოლიტიკოსი და მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამას სასოწარკვეთა ჰქვია. 

"პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს დაკავებები და ახლა დაერივნენ აქტივისტებს. 12-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. სასოწარკვეთა ჰქვია მაგას", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე

ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა შეცვალე აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავაც. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. აღნიშნულმა აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია და მას "მონა უწოდეს. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება. 

რაც შეეხება რუს პროპაგანდისტს, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. 

 


close დახურვა