logo
ENG



ხოშტარია: შერჩევითობის ფარისევლური მაგალითი ვნახეთ ეკლესიის შემთხვევაში

22 აპრ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება არასწორად მოიქცა, როდესაც სააღდგომოდ ეკლესიაში მოქალაქეების მისვლა ვერ შეზღუდა.

„ყველაზე ფარისევლური, მტკივნეული მაგალითი შერჩევითობის ვნახეთ ეკლესიის შემთხვევაში. არ შეიძლება იმიტომ, რომ დღეს არ არის პოპულარული გააკრიტიკო ეკლესია, არ ვთქვათ, რომ ცუდად მოიქცნენ სასულიერო პირები, რომლებიც იძახდნენ, რომ კოვზი ცხელდება 1 000 გრადუსზე. სახელმწიფომ ვერ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. სურვილი იყო, მაგრამ ვერ გააკეთეს, მტკივნეული, არაპოპულარული გადაწყვეტილება, მაგრამ არ დაეშვათ მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნა“, - განაცხადა ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტებოდასაბოლოო ჯამში, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. 

ეს იმ პირობებში, როდესაც  ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 


close დახურვა