logo
ENG



ხოშტარია ავჭალაში, 16 დაკავებული კი კახეთის სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს - დროა

20 მაი 202320:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/50tgd99rjknm4rk.jpg

პარტია დროას ცნობით, პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

სხვა დაკავებულების შესახებ კი დროა აცხადებს, რომ ისინი კახეთის სხვადასხვა ქალაქის: თელავის, საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის იზოლატორებში გადაიყვანეს.

„პარტია დროასთვის ცნობილი გახდა, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებულები:

თელავი: ძმები მირაქოვები, დიღმელაშვილი, გეწაძე.

საგარეჯო: ქერაჭაშვილი, გედენიძე, ხასაია, პაპაშვილი.

გურჯაანი: ნარსია, ღონიშვილი, ხუსკივაძე.

სიღნაღი: ჩიქოვანი, მაცაბერიძე, ჩხობაძე.

UPDATE: ელენე ხოშტარია გადაყვანილია ავჭალაში“ - წერია დროას განცხადებაში.

დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. 

ასევე ცოტა ხნის წინ თელავში დააკავეს მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც. 

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს გადახდას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ყოფნა დაუდასტურა. მელია ყვარლის ტბის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, მას იქ პოლიციელები დახვდნენ მობილიზებულები და სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სწორედ აღნიშნულის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში მოქალაქეები და აქტივისტები. 

დღეს საგანგებო ბრიფინგზე კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ყვარელში საპროტესტო აქციის დროს მათი წევრები დააკავეს, კერძოდ, დაკავებულთა შორის არიან: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი; საგარეჯოს საკრებულოს წევრი, დავით დიღმელაშვილი; გურჯაანის საკრებულოს წევრი, რამაზ ქერეჭაშვილი; ყვარლის საკრებულოს წევრი, ნიკა ღონიაშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე და პარტიის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. 


close დახურვა