logo
ENG



ხოშტარია გაერთიანებაზე: აქ მთავარია ისტორიული მომენტი, რომელიც უდგას ჩვენს ქვეყანას

06 სექ 202321:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/06/b146z4zq21zus7y.png

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გირჩი - მეტი თავისუფლებასთან გაერთიანების ამოცანა არის ბევრად სერიოზული და პრინციპული. ის ამას ქვეყნისთვის "ისტორიულ ბრძოლას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორივე პარტია ამ პრინციპებს დაიცავენ და "საბჭოთა ბარიერს" მოანგრევენ. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

"ნამდვილად ვართ კომფორტულად ამ თანამშრომლობის ფონზე, მაგრამ აქ მთავარი ამოცანა არის არა დროას და გირჩის ბრენდების შელამაზება, არა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების და კარიერის უფრო გაადვილება, არამედ ძალიან სერიოზული, პრინციპული ბრძოლა, ისტორიული მომენტი, რომელიც უდგას ჩვენს ქვეყანას, რომელშიც ჩვენ გვაქვს მართლა კრიტიკული პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოების ის განცდები, მოლოდინები, მანდატი, მოთხოვნა პოლიტიკოსების მიმართ, რომ ადექით და დაიცავით ჩვენი ევროპული მომავალი, ჩვენი პრინციპები, ფასეულობები [...]

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობებს, რომ ამ ფასეულობებს კბილებით გავიტანთ, ამ წელს ბრძოლაშიც, რომ ეს საბჭოთა დიდი ბარიერი მოვანგრიოთ და შემდეგაც ვიქნებით ის ძალა, რომელიც ამ პრინციპებს დაიცავს ყოველთვის და თანმიმდევრულად. ამიტომ ამოცანა არის უფრო დიდი, ვიდრე მაგალითად ის, რომ დროა გაძლიერდება", - განაცხადა მან.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კი აღნიშნავს, რომ დროასთან საარჩევნო გაერთიანება არ გულისხმობს მათ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას - მისი თქმით, ეს იქნება უბრალოდ თანამშრომლობა და შეთანხმება.

დღეს პარტიებმა გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ისინი აქამდე სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად თანამშრომლობდნენ - სტრატეგია აღმაშენებელი საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანდა.


close დახურვა