"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ სუს-ის მთავარი ფუნქცია პოლიტიკური ოპონენტების დევნაა.
"ზოგადად გეტყვით, რატომ ვფიქრობ, რომ სუს-ი არის დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ესეთი ტიპის პოლიცია და ესეთი ტიპის უსაფრთხოების სამსახური აღარ უნდა ჰყავდეს ქვეყანას. იმიტომ, რომ რეალურად, თქვენი მთავარი ფუნქცია არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მე ძალიან ბევრ თქვენ თანამშრომელს აქციებიდან ვიცნობ და შეხუმრებულები ვართ უკვე," - განაცხადა ხოშტარიამ.
ამ წუთებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს, გრიგოლ ლილუაშილს უსმენენ.