logo
ENG



ხოშტარიას თქმით, ივანიშვილის გარემოცვის რუსეთთან კონტაქტებზე დოკუმენტები შეაგროვეს

22 ოქტ 202218:25
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარიას თქმით, ივანიშვილის გარემოცვის რუსეთთან კონტაქტებზე დოკუმენტები შეაგროვეს

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით შეაგროვეს დოკუმენტები, რომელშიც ივანიშვილის გარემოცვის რუსულ ბიზნესებთან კავშირი დასტურდება.

მისი თქმით, დროას მიერ შეგროვებული მასალა სხვადასხვა ორგანიზაციის გამოძიებებს ეყრდნობა. 

ელენე ხოშტარიას ცნობით, მათ მიერ შეგროვებული მასალები, მათ შორის ადასტურებს, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულ უჩა მამაცაშვილს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პერიოდში ჰქონდა საერთო ბიზნესი სანქცირებულ რუს ბიზნესმენთან გეორგი პოლტავჩენკოსთან.

„მაგალითად გვაქვს უჩა მამაცაშვილი გარდა წარსულში არსებული ოსმანოვთან კონტაქტების [დოკუმენტები], უშუალოდ ომის პერიოდში მას ჰქონდა საერთო ბიზნესი სანქცირებულ პოლტავჩენკოსთან, სადაც მისი შვილის მეშვეობით ჰქონდათ საერთო ბიზნესი. ასევე ის რეგულარულად დადის მოსკოვში“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, მათ ასევე მოიპოვეს ინფორმაცია ირანული თვითმფრინავებისა და გემების შესახებ, რომლებზეც დროა აცხადებდა, რომ სანქცირებული ტვირთი გადაჰქონდათ.

მისი თქმით, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის  სანქცირების პროცესში თანამშრომლობენ, როგორც უკრაინასთან ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ეს არის პროცესი, რომელშიც ვთანამშრომლობთ კონკრეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებთან უკრაინაში და მის მიღმა. ასევე პროცესში გვინდა გამჭვირვალე იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა არგუმენტები სანქცირებასთან დაკავშირებით. აქ არის თავმოყრილი კონკრეტული დოკუმენტები, მაგალითად ირანული თვითმფრინავების გადაფრენის დამადასტურებელი დოკუმენტები. მაგალითად იმ გემებთან დაკავშირებით რომელიც შემოდიოდა, რომელზე პასუხი ან გაურკვეველი იყო ან არადამაკმაყოფილებელი.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უშუალო კონტაქტები რუსულ ბიზნესებთან და აქ არის დოკუმენტები. ჩვენ თავმოყრილი გვაქვს უმეტესწილად გამოძიებები, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის", აი ფაქტის, ასევე სხვადა საგამოძიებო ჟურნალისტის. ეს ყველაფერი შემდეგ გადამოწმებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


close დახურვა