logo
ENG



ხუნდაძე: მაქვს უფლება გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა, უკვე ვართ 30-ზე მეტი

06 დეკ 201913:22
3 წუთის საკითხავი
 
p0sntbmhorr730i.jpg

მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ამის შესახებ  დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არსებობს საფრთხე დესტრუქციული ძალებისგან, რომ 2020 წლის არჩევნები მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, ამიტომ საჭიროა მობილიზება. 

"დღევანდელი შეხვედრაც ხანგრძილივი აღმოჩნდა,  მაგრამ არ ყოფილა ზედმეტი დაძაბულობა. გვქონდა საშუალება კანონპროექტი წარგვედგინა და კითხვებზე პასუხი მიგვეღო. პასუხები ამომწურავი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, რომ 2020 წელს მაჟორიტარულ-პროპორციული რჩება სისტემა, ვთქვით, რომ დესტრუქციულ ძალებს მაინც შეეძლებათ თავიანთი ქმედებების გაგრძელება. ეს კი შექმნის საფრთხეს და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს. ხედავთ, რომ ქუჩაშია დესტრუქციული ძალა, ამიტომ ამაზე გვჭირდება ამომწურავი პასუხი, რაც ვერ მივიღეთ. პრაქტიკულად იყო იგივე რაც აქამდე მოვისმინეთ. ამიტომ ეს შეხვედრა საკმარისა არ ყოფილა და ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა შევხვდეთ, მაგრამ ამაზეც ვერ მივიღეთ სრული პასუხი",-განაცხადა ხუნდაძემ. 

მისივე განმარტებით, მაჟრიტარი დეპუტატები გეგმავენ ქუჩაში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას, რათა ამერიკული მოდელი პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდეს. 

"არც ჩვენ ვართ ცოტა და ვაგრძელებთ პროცესს.  მაქვს უფლება გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე ამერიკული მოდელი. არის დაშვებული შეცდომა რომ ნაჩქარევად გადავდივათ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე და შევეცდებით ამ შეცდომის გამოსწორებას უკვე ჩვენ. უკვე ვართ 30-ზე მეტი. ჩვენ შევიკრიბებით და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას. ძირითადად ესაა ქუშაში გასვლა და ასევე მაჟორიტარული სისტემის გარშემო ცნობიერების ამაღლება",- ამბობს ხუდანაძე.

 


close დახურვა