logo
ENG



ხუციშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

11 აპრ 202319:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/11/d7dj9h05508bvg9.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. როგორც სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები.

"ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს აშშ-ის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან (OTA) პარტნიორობის საკითხები, რომელიც მოიცავს, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო და აუდიტის სფეროებს.


close დახურვა