logo
ENG



ხუციშვილის თქმით, საბაჟოზე სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა დაფიქსირდა

26 იან 202416:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/jt73mhcvgl1ibr3.jpg

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოს საბაჟოზე მათზე გვერდის ავლის შესაძლო 1 770 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ისაუბრა.

"სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე", - თქვა ხუციშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით 1000 შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ბიზნესპარტნიორებმა საბაჟო ორგანოს შესაბამისი კონსულტაციებისთვის მიმართეს. 

მისივე განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შემოსავლების სამსახურში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს უწევს მონიტორინგს.


close დახურვა